ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში, ეგვიპტეში ჩავიდა. მისი მიზანია, მოლაპარაკებები ღაზას 10-თვიანი ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ წინ წასწიოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქალაქ ელ-ალამეინში აპირებს მოლაპარაკებებს. მანამდე, ისრაელში ვიზიტის დროს, ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ვიზიტის დროს მან ქვეყნის ხელმძღვანელობას ამერიკის მიერ მომზადებული „ჰამასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი და ტყვეების გათავისუფლების გეგმა გააცნო.