ჯო ბაიდენი – “ამერიკას ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო”
კამალა ჰარისი იქნება ისტორიული პრეზიდენტი, რომელიც ამერიკის მომავალზე თავის კვალს დატოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა შეაჯამა თავისი ხანგრძლივი კარიერა და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში ქვეყანას ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო.
ბაიდენმა დემოკრატ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ის იქნება საუკეთესო მოხალისე კამალა ჰარისის კამპანიისთვის.
„ჰარისი იქნება პრეზიდენტი, რომლისგანაც ჩვენს შვილებს შეეძლებათ მაგალითის აღება. ის იქნება პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები პატივს სცემენ. ის იქნება პრეზიდენტი, რომლითაც ყველას შეგვეძლება ვიამაყოთ. ის იქნება ისტორიული პრეზიდენტი, რომელიც თავის კვალს დატოვებს ამერიკის მომავალზე“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აქვს არანაირი უარყოფითი გრძნობები იმ დემოკრატების მიმართ, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მისი კანდიდატურის მოხსნას მოითხოვდნენ .