ვოლოდიმირ ზელენსკი – “უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად გამოჩენილიყო”

Ukrainian President Volodymyr Zelensky addresses a joint press conference with Spain's Prime Minister following their talks in Kyiv, on July 1, 2023. Spanish Prime Minister Pedro Sanchez arrived in Kyiv on July 1, 2023, to signal EU support for Ukraine as the country's commander-in-chief said he was frustrated by the slow deliveries of Western weapons. (Photo by Sergei CHUZAVKOV / AFP) (Photo by SERGEI CHUZAVKOV/AFP via Getty Images)

უკრაინამ არ გააფრთხილა თავისი მოკავშირეები რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციისთვის მზადების შესახებ, რადგან ეს, შეიძლება, არარეალურად გამოჩენილიყო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოში რომ გაეგოთ, ჩვენ ოპერაციას კურსკის რეგიონში ვგეგმავდით, იტყოდნენ, რომ ეს არარეალურია და თითქოს რუსეთში არსებულ წითელ ხაზებს შორის ყველაზე წითელ ხაზს ვკვეთდით, სწორედ ამიტომ, არავის სმენია რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციისთვის მზადების შესახებ “, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილება ხდება.

“მსოფლიო ხედავს, რომ ამ ომში ყველაფერი მხოლოდ უკრაინისა და მისი პარტნიორების გამბედაობაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები