კურსკის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიიდან 13 ათასამდე ბავშვია ევაკუირებული
კურსკის ოლქის საზღვარი და მიმდებარე ტერიტორიები სულ დაახლოებით 13 ათასმა ბავშვმა დატოვა, – ამის შესახებ კურსკის გუბერნატორის მოადგილემ, ვიქტორ კარამიშევმა ტელეკომპანია RBC-ის ეთერში განაცხადა.
„ცხრა მუნიციპალიტეტიდან, სასაზღვრო რაიონებიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან დაახლოებით 13 000 ბავშვი გაემგზავრა სხვა რეგიონებში ან კურსკის ოლქის სხვა რაიონებში. ამ მომენტისთვის იქ 14 359 ბავშვი ცხოვრობდა“, – აღნიშნა კარამიშევმა.
მანვე დასძინა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო თითოეული ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენა. ამ დროისთვის კავშირი დამყარებულია თითქმის ყველასთან, რჩება მხოლოდ 2-3%.