ლუკაშენკო: უკრაინელები საბოლოოდ ბელარუსებთან და რუსებთან ერთად იქნებიან
უკრაინელები საბოლოოდ ბელორუსებთან და რუსებთან ერთად იქნებიან, რადგან მალე მიხვდებიან, რომ ისინი დასავლეთში არავის სჭირდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„დადგება დრო – ყველაფერი შეიცვლება. უკრაინაშიც ასეა… არ აღვადგინოთ კარგი ურთიერთობა? ჩვენ აღვადგენთ მას. ორიოდე ფაქტი დასავლეთიდან – უკრაინაში მიხვდებიან, რომ უბრალოდ გამოიყენეს და მერე მიატოვეს. ამას გაიგებენ და ჩვენთან მოვლენ. უკრაინელები იქნებიან ჩვენი ხალხი, მათ იქ არავინ ელოდება. ისინი იქ არავის სჭირდება“, – თქვა ლუკაშენკომ ტელეკომპანია „როსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთს უკრაინელები მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ მათ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ „ხოცვაში“ მიიღონ მონაწილეობა.