უკრაინაში სამხედრო ქვედანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის 80 ათასზე მეტი საქმე გაიხსნა
ქვედანაყოფის უნებართვო მიტოვების ან ბრძოლებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, უკრაინაში სამხედროების წინააღმდეგ 80-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, – ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა, რუსლან გორბენკომ განაცხადა.
„ამჟამად, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს 80 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აქვს ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, სამხედრო ნაწილის უნებართვო მიტოვებისა და საომარ მოქმედებებში უარის თქმის გამო“, – აღნიშნა გორბენკომ უკრაინულ გამოცემა Novosti.Live-სთვის მიცემულ კომენტარში.