დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დანიური იარაღის გამოყენება შეუძლია
უკრაინას შეუძლია დანიური იარაღის, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში გამოყენება, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
რასმუსენის თქმით, კურსკის ოლქში ბოლო საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინისადმი დანიის მხარდაჭერა უცვლელი რჩება.
„თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას. თავდასხმა აგრესორის ინფრასტრუქტურაზე ან სამხედრო ობიექტებზე თუ ხდება, ეს სრულად შეესაბამება ომის წესებს“, – აღნიშნა რასმუსენმა.
მისივე თქმით, ეს არის თავდაცვითი ოპერაცია და საზღვარი ვერ დაწესდება იმისთვის, რომ იარაღი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იქნეს გამოყენებული.