თელ-ავივის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ჰამასმა” და ისლამურმა “ჯიჰადმა” აიღეს
გუშინ საღამოს თელ-ავივში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა. რადიკალმა პალესტინელმა დაჯგუფებებმა, ისლამურმა “ჯიჰადმა” და “ჰამასმა” მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად ბომბის მატარებელი მამაკაცი დაიღუპა და გამვლელი დაშავდა. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას ტერორისტის ვინაობის დასადგენად – ამ დროისთვის ცნობილია, რომ ის 50 წლის მამაკაცი იყო.
დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ “მოწამეობრივ ოპერაციებს” ისრაელში, სანამ საოკუპაციო პოლიტიკა მასობრივი მკვლელობის შესახებ გაგრძელდება.
როგორც Reuters აღნიშნავს, ეს ეხება ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორში და “ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას 31 ივლისს თეირანში. ისრაელი ჰანიეს სიკვდილზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
“ისრაელის პოლიცია ხალხმრავალ ადგილებში სპეციალური დანაყოფებით და სამოქალაქო თავდაცვის რაზმებით გაძლიერებულ ოპერატიულ დაცვას აგრძელებს”, – აცხადებენ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში.