ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

Photocall de la Palme d’or d’honneur а Alain Delon lors du 72иme Festival International du film de Cannes. Le 19 mai 2019 © Jacovides-Moreau / Bestimage Alain Delon attends the photocall for Palme D'Or D'Honneur during the 72nd annual Cannes Film Festival on May 19, 2019 in Cannes, France

ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ ის გარდაიცვალა საკუთარ სახლში საფრანგეთის კომუნა სოულში, შვილებისა და სხვა ოჯახის წევრების გარემოცვაში.

როგორც ცნობილია, მსახიობს ალცჰეიმერის დაავადება და კიბო დაუდგინეს. 2024 წლის იანვარში სასამართლომ შეზღუდა მისი ქმედუნარიანობა და მსახიობს აუკრძალა თავისი უძრავი ქონების მართვა.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მონტარჟის კომუნის სასამართლომ მსახიობ ალენ დელონს მეურვეობის გაძლიერებული რეჟიმი დაუწესა. დელონის შემოსავალი და ქონება მეურვის პასუხისმგებლობის ქვეშ გადავიდა. თუმცა, ამ პიროვნების გვარი გასაიდუმლოებულია. 88 წლის მსახიობი სასამართლოს დაცვის ქვეშ ჯერ კიდევ იანვარში მოექცა.

2022 წლის მარტში ალენ დელონმა გამოაცხადა ევთანაზიის გზით სიკვდილის სურვილი. მსახიობის ვაჟის, ენტონის თქმით, მამამ ანდერძიც კი დაწერა ამის შესახებ, მაგრამ სურვილის შესრულებაზე უარი განუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები