დავით მუჯირი: იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა აღმოიფხვრება და დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სრულად შეიძლება სტადიონის გამოყენება, მზად ვართ ალბანურ მხარესთან შევათანხმოთ სტადიონის შეცვლა
“მომდევნო თამაში ოქტომბერში გვაქვს ალბანეთთან დანიშნული – თუკი დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სრულად შეიძლება სტადიონის გამოყენება და მათ შორის პირველი იარუსისაც უპრობლემოდ, მზად ვართ ალბანურ მხარესთან შევათანხმოთ სტადიონის შეცვლა”, –ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფედერაციის ინტერესია, თამაშს რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს.
სტადიონის მეპატრონემ თვითონ დაადასტურა, რომ შესაძლებლობას მოკლებული ვართ ყველა ტრიბუნა იქნეს გამოყენებული. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი იარუსის გამოყენება სრულიად აკრძალულია, რომელიც თამაშის საორგანიზაციო კუთხითაც კი ხელს უშლის ჩასატარებლად. იმიტომ, რომ არის უეფას ოფიციალური შეხვედრა.
ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს თამაშს. მომდევნო თამაში ოქტომბერში გვაქვს ალბანეთთან დანიშნული, რომელიც დანიშნულია მიხეილ მესხზე და თბილისია ლოკაციად მითითებული. იმ შემთხვევაში, თუკი უახლოეს მომავალში მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა და დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სრულად შეიძლება სტადიონის გამოყენება და მათ შორის პირველი იარუსისაც უპრობლემოდ, მზად ვართ ალბანურ მხარესთან შევათანხმოთ სტადიონის შეცვლა და მიხეილ მესხის სტადიონიდან თამაში გადმოვიტანოთ დინამო არენაზე”, – განაცხადა დავით მუჯირმა.