ირაკლი კირცხალია: საქართველოში, თუ ვინმე რუსულ საქმეს ემსახურება და ემსახურებოდა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
“საქართველოში, თუ ვინმე რუსულ საქმეს ემსახურება და ემსახურებოდა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სასამართლოებმა “ნაცმოძრაობის” მავნებლობას წერტილი დაუსვა.
„შევახსენებ მათ, იმ ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სასამართლოების დავას, მხედველობაში მაქვს სტრასბურგი და ჰააგა, სადაც საბოლოო წერტილი დაესვა მათ მავნებლობას. ჩვენი მმართველობის პირობებში საერთოდ გამოირიცხა ქართველი ჯარისკაცების იოტისოდენა დანაშაული რომელიმე ომის დანაშაულებში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.