“დელეგატები არიან ძალიან გამოცდილები და კარგად უწყიან საკუთარი ქალაქების, მხარეების, სოფლებისა თუ დაბების პრობლემები, ხალხს იცნობენ, აქვთ მოტივაციაც და ენერგიაც, საიმისო სურვილი, რომ მათ ემსახურონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ დელეგატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხშირად პრობლემების გადაჭრის გასაღები არის ცენტრალურ ხელისუფლებაში, სამინისტროებსა და სხვადასხვა დეპარტამენტში.
„წარსულში მაჟორიტარების, ახლა დელეგატების მეშვეობით ხალხს აქვს პირდაპირი კავშირი პარლამენტთან. მათ შეუძლიათ, პრობლემები არა მარტო მუნიციპალურ დონეზე დააყენონ. ხშირად პრობლემების გადაჭრის გასაღები არის ცენტრალურ ხელისუფლებაში, სამინისტროებსა და სხვადასხვა დეპარტამენტში. ეს ადამიანები არიან ძალიან გამოცდილები და კარგად უწყიან საკუთარი ქალაქების, მხარეების, სოფლებისა თუ დაბების პრობლემებს, ხალხს იცნობენ, აქვთ მოტივაციაც და ენერგიაც, საიმისო სურვილი, რომ ხალხს ემსახურონ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.