ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება ჯერ არ არის მომწიფებული, თუმცა მხარეები მასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე სამი დღის წინ, დოჰაში მძევლების შესახებ მოლაპარაკების სამიტამდე იყვნენ.
„არ მინდა, წინასწარ რამის თქმა, მაგრამ შეიძლება, რაღაც გვქონდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.