არჩილ ბერიძე: მინდა, პარლამენტში ვიყო ჩემი საყვარელი ქალაქის ხმა
“მინდა, რომ პარლამენტში ვიყო ჩემი საყვარელი ქალაქის ხმა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატობის კანდიდატმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა.
„ბათუმელებს კარგად ახსოვთ ჩემი გულწრფელი პროტესტი 2007 წელს 7 ნოემბრის უსამართლობასთან დაკავშირებით, როდესაც მაშინ ჩემს ბათუმელ სტუდენტებთან ერთად, პროტესტი გამოვხატე. რაღაც პირველი ნაბიჯები იყო ჩემი პოლიტიკურ ცხოვრებაში და რატომ ახლა? იმიტომ, რომ ახლა მომეცა ამის შანსი, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, რაღაც განსაკუთრებული გლობალური გამოწვევები მშვიდობასთან, ტრადიციასთან მიმართებით, მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო და პარლამენტში ვიყო ჩემი საყვარელი ქალაქის ხმა,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.