Reuters: მაიმუნის ყვავილის საფრთხის გამო, ჩინეთში შესულ პირებს 6 თვე დააკვირდებიან

პირებს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ, ჩინეთი მაიმუნის ყვავილზე გააკონტროლებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ქვეყნის საბაჟოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი შესულ პირებსა და საქონელს 6 თვის განმავლობაში დააკვირდება.

გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მაიმუნის ყვავილის (რომლის სახელწოდებაც MPOX-ით შეცვალეს) ვირუსი ჯანდაცვის სფეროში კვლავ საგანგაშო საკითხი გახდა.

“პერსონალმა, რომელსაც აქვს ვირუსის სიმპტომები, ან ჰქონდა კონტაქტი მათთან, ვინც დაავადებულია მაიმუნის ყვავილით, უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და საბაჟო სამსახურს აცნობოს,”- წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გასულ წელს გამოაცხადა, რომ “mpox” იმართება როგორც B კატეგორიის ინფექციური დაავადება. ეს კომპეტენტურ პირებს საშუალებას მისცემს, მიიღონ გადაუდებელი ზომები, როგორიცაა შეკრების შეზღუდვა, სამუშაოსა და სკოლების შეჩერება ან დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ტერიტორიების დალუქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები