მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს

კალიფორნიის პოლიციამ მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ხუთი პირი დააკავა.

როგორც პროკურორებმა განაცხადეს, დაკავებულებს შორის მსახიობის პირადი ასისტენტი და ორი ექიმია.

გამომძიებლების მტკიცებით, ექიმები მსახიობს დიდი რაოდენობით კეტამინს აწვდიდნენ.

„ბრალდებულებმა ისარგებლეს პერის ნარკოდამოკიდებულებით პირადი მიზნებისთვის, რათა გამდიდრებულიყვნენ. შესანიშნავად იცოდნენ, რომ ამით დიდ საფრთხეს უქმნიდნენ მსახიობს, თუმცა მაინც გააკეთეს ეს“, – განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა, მარტინ ესტრადამ.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის მსახიობი მეთიუ პერი, გასული წლის ოქტომბერში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მსახიობის სიკვდილის მიზეზად „კეტამინის მწვავე ეფექტები“ დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები