ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

შვედეთში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო იუწყება, პირი აფრიკის რაიონში ყოფნის დროს დაინფიცირდა, სადაც ამჟამად აღნიშნული ვირუსის ძირითადი აფეთქებაა.

შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები