კურსკის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
„კურსკის რაიონი: სარაკეტო საფრთხე! თუ სახლში ხართ, საჭიროა თავშესაფარი ისეთ ოთახებში, რომლებსაც ფანჯრები არ გააჩნია და მყარი კედლები აქვს: დერეფანში, აბაზანაში, საკუჭნაოში. თუ გარეთ ხართ, შედით უახლოეს შენობაში ან შესაფერის თავშესაფარში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.