მიხეილ სააკაშვილი: მე რატომ უნდა ჩამომართვან ქონება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში “პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში იმ მიღწევებზე ისაუბრა, რამაც, მისი თქმით, ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა. “მე -ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდე, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანე, რატომ უნდა ჩამომართვან ქონება. მე ამ ყველაფრის კეთებაში საქართველო დანამატებით და ყველაფრით თვეში დაახლოებით რვა ათას ლარს მიხდიდა… სადაც ჯავახიშვილი, რომელმაც უნივერისტეტი ააშენა, კიბეებიდან დააგორეს, სადაც ილია ჭავჭავაძეს სისხლისმსმელი გლეხების მჩაგვრელი უწოდეს… მე მათთან შედარებით ვინ ვარ. ყველა ადამიანი, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ათიდან ცხრა გეტყვით, რომ 2012 წლის საქათველო იყო ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე 2003 წლის საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები