ჩინური რაკეტა “Long March 6A”, რომელიც მიმართული იყო ორბიტაზე 18 ინტერნეტ თანამგზავრის გასაშვებად, აფეთქების შედეგად ასობით ნაწილად დაიშალა, – ამის შესახებ Bloomberg-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო მედია ოფიციალურად არ ავრცელებს ინფორმაციას რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ.
მოგვიანებით, Bloomberg-თან საუბარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღიარა, რომ რაკეტა დაიშალა.
ჩინეთმა Long March 6A 6 აგვისტოს 18 ინტერნეტ თანამგზავრის გასაშვებად დაახლოებით 800 კმ სიმაღლეზე გაუშვა.
ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფმა, რომელიც მუდმივად აკვირდება თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების მოძრაობას, თქვა, რომ ჩინურმა რაკეტამ , რომელიც კოსმოსში დაიშალა, შექმნა, როგორც მინიმუმ, 700 ცალი ნამსხვრევი. მას შეიძლება ეწოდოს კოსმოსური ნაგავიც. ექსპერტების თქმით, ნამსხვრევებს შეუძლია, ზიანი მიაყენოს აქტიურ კოსმოსურ ხომალდს, სხვა თანამგზავრებს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც კი.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ პეკინი დიდ ყურადღებას უთმობს კოსმოსური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას.