ავტოავარიას აჭარაში 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩაქვის ცენტრში ავტოავარია მოხდა. “მერსედესის” მარკის მსუბუქი მანქანა ბორდიულს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის 5 ე ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები