Reuters: ისრაელზე ირანის შურისძიებას მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა დააყოვნებს

ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს, თუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლება ან თეირანი მიიჩნევს, რომ ისრაელი აჭიანურებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანმა პირობა დადო, რომ მათი მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, რომელიც გასული თვის ბოლოს თეირანში მისი ვიზიტის დროს მოხდა. ისრაელი მკვლელობაში თავის მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავი განალაგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები