ძლიერმა წვიმამ ოზურგეთში ოჯახები დააზარალა

ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში ოთხი ოჯახი დაზარალდა.
დატბორილია ნათესები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სახლები.
წვიმის შედეგად ხიდი ჩაინგრა სოფელ ნატანებში, რის შედეგადაც 14 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა, რის გამოც ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მოსახლეობა ადგილზე ტექნიკის მობილიზებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები