არჩილ გორდულაძე „დემოკრატიის ფესტივალზე”: პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე, საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა

“პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა, ასევე, საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანას ცდილობს, ეს მცდელობა უნდა შეწყვიტოს.

„ოფიციალურად ვიგებთ, რომ არსებობს ორგანიზაცია, რომლის მმართველობაში არის პარლამენტი, ხელმძღვანელობას ახორციელებს პარლამენტი და ფინანსდება ბიუჯეტიდან. როგორ შეიძლება, რომ ამ ორგანიზაციას ვუწოდოთ დამოუკიდებელი. პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა, ასევე, საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა.

ვინც არ უნდა განახორციელოს და ვისაც რა მიზანი უნდა ჰქონდეს, რომ თანხები ჩაასხას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ როგორმე ხელისუფლებაში მოყვანაში, ძალიან ვთხოვთ, ასეთი ქმედებები შეწყვიტოს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ მივიღეთ ქართული „გამჭვირვალობის კანონი“, რათა საზოგადოებას ენახა საიდან წამოსული თანხები ვის ხმარდება და რაში იხარჯება, საბოლოო პროდუქტი რა არის“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები