ბათუმში 4 -ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

აჭარაში ბათუმში, 4- ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერი ქარის გამო, ჯაფარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის კედელი ჩამოინგრა და გვერდით არსებული სახლის კიბე დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის საგანგებო სიტუაციების  მართვის ცენტრის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ჩაქვის წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ბათუმი ქობულეთის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო.
“4 ბალი დაფიქსირდა ზღვაში. საფეხმავლო ბილიკებზე ნატანი ამოყრილი არ არის. ძლიერი ქარის გამო ჯაფარიძის #17-ში ჩამოინგრა მშენებარე შენობის კედელი, რამაც დააზიანა გვერდით არსებული საცხოვრებელი სახლის კიბე, არავინ დაშავებულა. ბათუმში პერიოდულად წვიმდა, სანიაღვრე არხებში წყალი ასწრებდა გასვლას, ამიტომ არ გვაქვს დატბორვები. წყალი არ მიეწოდება თამარის დასახლებას, რადგან ჩაქვის წყალი ამღვრეულია და გადაიკეტა. ელექტროენერგია მთელ ქალაქს მიეწოდება. ქობულეთი ბათუმის მაგისტრალის ჩაქვის მონაწვეთზე მოძრაობა მცირე ხნით გაჩერებული იყო, რადგან ჩაქვისწყალი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მოძრაობა მალევე აღდგა”, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ძლიერი ქარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები