მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

   მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა განახლდა. მეტროსადგურში „ვაგზლის მოედანი – 2“, მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებული იყო.
მეტროს სადგურ “ვაგზლის მოედანზე” მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები