ქარი და წვიმა – ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

  ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
სინოპტიკოსის თქმით, წვიმა გაძლიერდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი. 30-ში უკვე დღის ბოლოს უმეტეს რაიონში წვიმა შეწყვეტილი იქნება და ოქტომბრის დასაწყისში საქართველოში არამგრადი ამინდი შენარჩუნდება, მაგრამ ძლიერი წვიმები არ არის მოსალოდნელი“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები