საქართველო და თურქეთი სამომავლო კოორდინაციასა და თანამშორმლობაზე შეთანხმდნენ

  ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის უკრაინისა და ISIS-ის თემები, – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, მხარეები სამომავლო კოორდინაციასა და თანამშორმლობაზე შეთანხმდნენ.
“ჩემ თურქ კოლეგასთან ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული პროექტების გაღრმავების საკითხებზე, იმ წამოწყებული პროექტების გაგრძელებაზე, რომლებიც რეალურად რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია უკრაინასთან მიმართებაში და ISIS-ის (ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) თემებზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები