მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს პოპულარიზაციაზე ეს არ გულისხმობს მხოლოდ რეკლამებს, ეს არის კომპლექსური პროცესი

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოპულარიზაციაზე ეს არ გულისხმობს მხოლოდ რეკლამებს, რომელიც შეიძლება ტურისტებმა ნახონ წამყვან ტელევიზიებსა თუ სოციალურ ქსელებში, ეს არის კომპლექსური პროცესი”,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესია საქართველოს მიმართულებით.

“ძალიან ეფექტურია ტურისტული გამოფენები, განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის, რადგან იქ იქმნება პლატფორმა კონკრეტული ქვეყნების წამყვან კომპანიებთან ურთიერთობებისა და ბიზნეს საქმიანობების დამყარების. ბოლო წარმატებული გამოფენა იყო კორეის ტურისტული ბაზარი, სადაც საქართველო წარსდგა კერძო სექტორთან ერთად. ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესია საქართველოს მიმართულებით.

ასევე ვიყავით ლონდონში, National Geographic Traveller Food Fest-ზე, სადაც მოხდა ქართული გასტრონომიისა და ღვინის პოპულარიზაცია. სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვქონდა წარგვედგინა ჩვენი ქვეყნის გასტრონომია, ისევე როგორც ქართული ღვინო. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ იყო არცერთი ქვეყანა სადაც ამხელა ინტერესი იყო გამოხატული, როგორც საქართველოზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები