პენტაგონი: უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

პენტაგონი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკრაინის ნაბიჯი კურსკის რეგიონში შეესაბამება აშშ-ის პოლიტიკას.

„ისინი იღებენ ზომებს, რათა დაიცვან თავი თავდასხმებისგან. უკრაინას შეუძლია მოქმედება, მათ აქვთ ჩვენი იარაღი, ჩვენი სისტემები და ჩვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა სინგმა.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

“უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორია დაიბრუნოს“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მათ სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები