სერგეი შამბა აცხადებს რომ ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზა არ გაიხსნება
ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზის გახსნა არ იგეგმება, – ამის შესახებ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს.
როგორც რუსულ მედიასთან საუბარში ის აღნიშნავს, აფხაზეთი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს.
„რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ საუბარი არ მიდის“, – თქვა შამბამ.
ამასთან, მისივე თქმით, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა განლაგებული, ხოლო ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.