უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რუსული „შაჰიდის“ დრონი ჩამოაგდეს

6-7 აგვისტოს ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რუსული „შაჰიდის“ დრონი გაანადგურეს.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

ოლეშჩუკის თქმით, რუსმა დამპყრობლებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკის და იეისკის [რუსეთი] რაიონებიდან გაუშვეს.

მანვე დასძინა, რომ მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი კიევის, ხმელნიცკის, ვინიცის, მიკოლაივის, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერკასის რაიონებში ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები