ნატოს პრესსპიკერი: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოა
ნატოს პრესსპიკერმა ფარაჰ დაჰლალამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად რუსული 16-წლიანი ოკუპაციისა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოა.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარი, რომელიც საქართველოში მისი ნებართვის გარეშეა განლაგებული. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მიუხედავად 16-წლიანი რუსული ოკუპაციისა“, – დაწერა მან.
მისივე თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.