თუ მაინცდამაინც სადღაც გინდა გადაანაწილო, უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. დაველოდოთ როგორ გადაანაწილებენ ამერიკელები ამ ფულს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ამ კომენტარით, მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.
„განმარტება გვესმის, რომ ეს ყველაფერი არის დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. საით გადანაწილდება ეს თანხები, არ ვიცი, დაველოდოთ. ევროკავშირის 30 მილიონი გადანაწილდა ისევ „ენჯეო“ სექტორზე. თუ მაინცდამაინც სადღაც გინდა გადაანაწილო, უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. დაველოდოთ როგორ გადაანაწილებენ ამერიკელები ამ ფულს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა.