შეტაკებები ბანგლადეში: ანტისამთავრობო დემონსტრაციებს 90 ადამიანი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.

პოლიციის ცნობით, ცამეტი პოლიციელი დაიღუპა, როდესაც ათასობით ადამიანი თავს დაესხა პოლიციის განყოფილებას სირაჯგანჯის რაიონში. არიან დაშავებულებიც.

ჯამში საპროტესტო აქციების პერიოდში 280 ადამიანია დაღუპული.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ბანგლადეშის მთავრობამ ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსი და მთავრობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საპროტესტო მოძრაობაში მშვიდობიანად მონაწილე პირების დამიზნება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები, აღადგინოს ინტერნეტთან წვდომა და დიალოგისთვის შექმნას შესაბამისი პირობები.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ხალხის უკმაყოფილების ჩახშობის მუდმივი მცდელობა, მათ შორის ძალის გადაჭარბებული გამოყენებით, დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებით და ძალადობის წაქეზებით“,- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა.

ინფორმაციისთვის, ბანგლადეშში საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები