მალიმ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
მალიმ განაცხადა, რომ ის წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს უკრაინასთან. პოლკოვნიკმა აბდულაი მაიგამ დაადანაშაულა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი იმაში, რომ მან აღიარა კიევის როლი ივლისში, მალის ჯარისკაცების დამარცხებაში.
“უკრაინის ქმედებები არღვევს მალის სუვერენიტეტს, სცილდება საგარეო ჩარევის ფარგლებს და წარმოადგენს აშკარა აგრესიას მალის წინააღმდეგ, ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმის”, – აცხადებს მალის მთავრობა.
“უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, აღიარა უკრაინის მონაწილეობა ბარბაროსულ თავდასხმაში, რამაც გამოიწვია მალის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების დაღუპვა ტინზაუატენში და მოგვაყენა მატერიალური ზიანი“, – აცხადებს პოლკოვნიკი აბდულაე მაიგა.
მაიგა საერთაშორისო ორგანოებს და სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ უკრაინისგან თავი შორს დაიჭირონ , რადგან ამ ქვეყანამ ღიად და საჯაროდ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ტერორიზმისადმი.
„ეს უკიდურესად სერიოზული ბრალდებები, რომლებიც არ უარყვეს, აჩვენებს უკრაინის მთავრობის ოფიციალურ მხარდაჭერას ტერორიზმისადმი აფრიკაში, საჰელში და უფრო კონკრეტულად მალიში, ამიტომ, მალის მთავრობამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები, გადასცეს საკითხი კომპეტენტურ სასამართლო ორგანოებს.
ოფიციალურად ვაფრთხილებთ რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანოებს, ასევე სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, რომ ამ ქვეყანამ ღიად და საჯაროდ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ტერორიზმისადმი”,- განაცხადა პოლკოვნიკმა.