“ტყვიამ შუა ტვინის სტრუქტურები დააზიანა” – როგორია 4 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავში ტყვია მოხვდა

4 წლის ბავშვი, რომელსაც თავში კისტის ტყვია მოხვდა, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევა გუშინ მარნეულში მოხდა.
თავდაპირველად არასრულწლოვანი მარნეულის ჯეო ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც ოჯახის წევრებმა ექიმებს უთხრეს, რომ ბავშვი თამაშისას წაიქცა და თავის დაზიანება მიიღო.
მოგვიანებით, სამედიცინო კვლევებით გაირკვა რომ დაზიანება თავში კისტის თოფის ტყვიით ჰქონდა მიყენებული.

“კვირას” ინფორმაციით, ტყვია მოზარდის ძმას გაუვარდა, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.

არასრულწლოვანი ამ დროისთვის, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაშია გადმოყვანილი.

მედიკოსების განცხადებით, მოზარდს სერიოზული ტრავმა აღენიშნება და ტყვიის ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

“ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც”, – განაცხადა კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა  გია ბიბილეიშვილმა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ 124-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები