გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ოლიმპიადას გამოეთიშა
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქესთან, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო.
დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა ძიუდოისტი ილია სულამანიძე.