2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 111 პირის მიმართ დაიწყო – საქსტატი დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

2024 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 111 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 137 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

“მიმდინარე წლის ივნისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (789 შემთხვევა) თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 270, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 11 შემთხვევა.
2024 წლის ივნისში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 271 შემთხვევა; მუქარა – 332 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 248 შემთხვევა; ძალადობა – 158 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 13 შემთხვევა; თაღლითობა – 71 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 386 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 95 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 149 შემთხვევა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – სამი შემთხვევა, მკვლელობის მცდელობის მუხლით კი ექვსი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები