დავით ნარმანია: ჟიული შარტავა დიდი და დიდებული ადამიანი იყო

  დიდი და დიდებული ადამიანი იყო ჟიული შარტავა – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მერმა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო.
„ძალიან დიდი და დიდებული ადამიანი იყო, რომელიც შესანიშნავი გმირობის მაგალითს აჩვენებდა სხვებს და აჩვენა კიდეც, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი, რომელიც ქვეყნის ერთიანობაზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს. დასანანია, რომ იგი დღეს ჩვენს გვერდით არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები