დავით უსუფაშვილი: ყველანი ვართ ქვეყნის სამსახურში და ეს კიდევ ერთხელ ითქვა გაერო-ს ტრიბუნიდან

  პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
“პრემიერ-მინისტრმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო თავისი ისტორიით, დღევანდელობით და მომავლით. გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ იმ წარმატებების შესახებ, რასაც ქვეყანამ მიაღწია და იმ პრობლემების შესახებაც, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ასე რომ, პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტიც, მთავრობაც, პრეიზდენტიც, ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებიც – ყველანი ვართ ქვეყნის სამსახურში და ეს კიდევ ერთხელ ითქვა გაერო-ს ტრიბუნიდან”, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები