ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინაუგურაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა.

ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები