“არასამთავრობო სექტორში მიმდინარე პროცესები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს” – მიქანაძე
”არასამთავრობო სექტორში მიმდინარე პროცესები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ბუნდოვანია ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ 121 ორგანიზაციიდან, მხოლოდ 21-მა ორგანიზაციამ შეძლო იმ მინიმალური სტანდარტის დაცვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირს, მათი საქმიანობის თაობაზე. ეს სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე, ამ სექტორში მიმდინარე პროცესები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ბუნდოვანია ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში“, – აღნიშნა მიქანაძემ.