კირცხალია სუსის გამოკითხვებზე : დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს
დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს და ამის ორგანიზატორები თუ დამგეგმავები უმკაცრესად დაისჯებიან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.
„ეს არის უსერიოზულესი მუხლები. დაველოდოთ გამოძიებას, როგორც ყველა ვადევნებთ თვალ-ყუარს, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ის, ყოველდღე რამდენიმე ადამიანი იკითხება.
დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს შედეგს და ამის ორგანიზატორები თუ დამგეგმავები, როცა გამოძიების შედეგი დადგება, უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.