ნინო წილოსანი : ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საგარეო პარტნიორებით, უკრაინაში წასული ქართველებით და იქ მებრძოლებით გვემუქრებოდა, რიგ შემთხვევაში ტერაქტების მოწყობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ.

ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ სუსის მხრიდან ამ ფაქტის პრევენციამ ალბათ ბოლო უნდა მოუღოს ამგვარ მცდელობებს, რომელიც ყოველთვის არა მარტო კონკრეტულ პირებს, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მიემართება.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები