შალვა პაპუაშვილი: ირანის პრეზიდენტს არჩევა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიულოცეს – მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში გაემგზავრა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ირანის პრეზიდენტს არჩევა ყველა ქვეყანამ მიულოცა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაა, ქართველი ხალხი მსგავს ღონისძიებაზე იყოს წარმოდგენილი.

“მთელი სამეზობლო იქ იმყოფება – ეს არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც,- „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში გაემგზავრა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, მას არჩევა ყველა ქვეყანამ მიულოცა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მთელი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიებების დროს ქართველი ხალხი იყოს წარმოდგენილი.

ამ რეგიონში აშშ არ არის – ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში, ისტორიულად, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცოს პრეზიდენტად არჩევა და მიიღოს მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისე, როგორც ამას აკეთებს სომხეთი პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ასევე, თურქეთიც წარმოდგენილი იქნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები