რა კავშირშია ექსტრემიზმში ბრალდებული ფეთჰულაჰ გიულენი გიული ალასანიასთან?!

   „ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, ფეთჰულაჰ გიულენი საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას“ – ამის შესახებ განცხადება, თურქოლოგმა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარენ რომან კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
რომან კვიციანი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერსდეს ფეთჰულაჰ გიულენის იმ საქმიანობით, რომელსაც ის საქართველოში საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში ეწევა და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ამ მიზნით ის უახლოეს პერიოდში შესაბამის სტრუქტურებს წერილობით მიმართავს.
კვიციანის განცხადებით, რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, აშშ-ში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს. თურქოლოგის განცხადებით, გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ – “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც. მისი თქმით, გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან. „ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ – “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც. გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან. სწორედ გიული ალასანია უძღვება ფეთჰულაჰ გიულენის ინიციატივით გამართულ კონფერენციებს, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად ტარდება“- განაცხადა რომან კვიციანმა.
მისი განცხადებით, გიულენი საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა–ლიცეუმი „სხივი“; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.
კვიციანის თქმითვე, გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლებლები საქართველოში განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მომრავლდა, რადგან მას სააკაშვილის ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ პერიოდში იხურებოდა იგივე გიულენის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
რომან კვიციანის თქმით, ბევრი გახმაურებული ტერაქტი და მკვლელობაა, რომლებსაც გიულენის ხელწერასთან მივყავართ:
„თურქეთში, და არა მხოლოდ იქ, ვარაუდობდნენ და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიულენსა და მის დაჯგუფებას არაერთ გახმაურებულ მკვლელობასთან და ტერაქტის ორგანიზებასთან აქვს კავშირი. ეს არის სტამბოლში ერთ-ერთი სომხური ჟურნალის რედაქტორის მკვლელობა. იმავე წელს ტრაბზონში კათოლიკე მღვდლის სიკვდილი, რომლის კვალიც გიულენის სახელთან მიდის. ქალაქის მერიაში მომუშავე ერთ-ერთმა პირმა სინანულით განაცხადა, რომ გიულენთან დაკავშირებულ პირებს მღვდლის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია მისთვის ადრე რომ მიეწოდებინათ, მკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. გიულენს უკავშირებენ წელს სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, როცა თურქეთმა სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა, თუმცა, საზღვარზე შემოწმებისას ტრაილერებში ტვირთის ნაცვლად შეიარაღება აღმოჩნდა“- განაცხადა რომან კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები