დავით უსუფაშვილი: მოვა დრო, როდესაც 27 სექტემბერი სხვანაირად აღინიშნება

   პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა, მოვა დრო, როდესაც 27 სექტემბერი სხვანაირად აღინიშნება.
“სამწუხაროდ, კარგად მახსოვს ის ეპოქა, როდესაც ძალიან ბევრი უბედურება დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს. მათ შორის ეს ტრაგიკული დღე, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მოვესწრებით იმ ეპოქას, როცა ეს დღე სხვანაირად აღინიშნება. აღინიშნება, ერთი მხრივ, როგორც ხსოვნის დღე იმ ადამიანების, ვინც თავი გასწირა, ასევე იმ დღედ, რომელიც კვლავ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან დღეს კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს. ეს დღე მოვა, ეს დღე მოვა მშვიდობით და არ და ვერ მოვა იარაღით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები