გურამ მაჭარაშვილი: ორკესტრირებული შეტევა გამჭვირვალობის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ არ სურთ გამოჩნდეს, როგორ იხარჯება შავი ფული პოლიტიკაში
“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის, რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებული ორკესტრირებული შეტევა გამჭვირვალობის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ არ სურთ გამოჩნდეს, როგორ იხარჯება შავი ფული პოლიტიკაში.
მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი იმას ცხადყოფს, რომ წარმოადგენენ არა ქართულ საზოგადოების, არამედ უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში.
“გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორი საკუთარ გაუმჭვირვალობაზე რაც მეტს იხმაურებს, მათი გაუმჭვირვალობა მით უფრო გამჭვირვალე გახდება!
ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ნიშნავს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით – არასამთავრობო სექტორს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არა აქვს, სამაგიეროდ ანგარიშვალდებულება დონორების ანუ პატრონების წინაშე გააჩნიათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით დადასტურდა. გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორს ეტკინა ის, რომ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ეკისრებათ.
ისინი გამჭვირვალე არიან და ღია მინებით დადიან მხოლოდ მათი პატრონების წინაშე, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ შესახებ არაფერი იცის”, – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. სარჩელს პარლამენტის 38 ოპოზიციონერი წევრი აწერს ხელს.