გადაწყვეტილება რომ მიიღება, იმის მიხედვით განისაზღვრება ნდობა-უნდობლობის საკითხი – მერაბ ტურავა

სასამართლო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

„საზოგადოების ნაწილს აქვს უნდობლობა და ნაწილს ნდობა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება რომ მიიღება, იმის მიხედვით განისაზღვრება ნდობა-უნდობლობის საკითხი.

სასამართლო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება. გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი, კანონიერი, კონსტიტუციის შესაბამისი და ვის მოეწონება და ვის არა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“,- განაცხადა ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები